სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის
შკვალური გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შეიძლება წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები