6 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ მკვეთრად გადააჭარბა დაბადებულთა რიცხვს - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვარ-ივნისში 1 125 ადამიანი ცოცხლად დაიბადა, 2 219 კი გარდაიცვალა. აღნიშნულ რიცხვებში სხვაობა 1 094-ია.
მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 6 თვეში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოში 22 265 ადამიანი გარდაიცვალა.
საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელია თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621) .
მასალის გამოყენების პირობები