6 თვეში ქორწინების 893 და განქორწინების 834 შემთხვევა რეგიონში - საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, სამეგრელო - ზემო სვანეთში რეგისტრირებულია ქორწინების 893 და განქორწინების 834 შემთხვევა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში ქორწინების 950 და განქორწინების 754 შემთხვევა დარეგისტრირდა.
ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ქორწინება და განქორწინება, რეგიონების მიხედვით, თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები