პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები