მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ
16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა
სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შეიძლება საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები