ზუგდიდი - თბილისის მატარებელი საათზე მეტხანს იყო გაჩერებული - მგზავრები
მგზავრების ინფორმაციით, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ხაშურში შეფერხდა.
მათივე ცნობით, ტრანსპორტი ადგილზე ერთი საათი იყო გაჩერებული.
რადიო ,,ათინათს’’ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, რომ მატარებელი ძაბვის ვარდნის გამო იყო გაჩერებული, ამჟამად დაიძრა და თბილისში საათნახევრიანი დაგვიანებით ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები