ზუგდიდში, მახარაძისა და დოჩიას ქუჩების კვეთაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მანქანა ტაქსია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მანქანებში მყოფი მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ და რამდენიმე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების და პოლიცია ეკიპაჟები. მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება, დროებით, შეზღუდული იყო.
მასალის გამოყენების პირობები