ოჩამჩირის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ხანძარი სოფელ აძიუბჟასთან, 7 ჰექტარზე გავრცელდა, იწვოდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქნარი. ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ცხელმა ამინდმა და ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.
აქვე აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა არასაცხოვრებელი ნაგებობა.
მასალის გამოყენების პირობები