ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის, სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების შეკეთებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 162 150 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო
შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს:
1) დაზიანებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერებისა და გარე გამოყენების კორპუსის აღდგენა/შეკეთება ან/და შეცვლა იგივე მწარმოებლის პროდუქტით, ან არანაკლებ მსგავსი პარამეტრების მქონე მოწყობილობებით.
2) მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის დემონტაჟი, დიაგნოსტირება, შეკეთება და პირვანდელ ადგილზე მონტაჟი.
4) იმ შემთხვევაში, თუ სათადარიგო ნაწილები/შესრულებული მომსახურება აღმოჩნდება წუნით ან/და დეფექტით, კომპანია ვალდებულია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში შეცვალოს წუნდებული სათადარიგო ნაწილები ახლით, მერიის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
ტენდერში წინადადებები 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 31 დეკემბრამდე შეასრულოს სამუშაოები.
ცნობისთვის, ზუგდიდში 18 ზოგადი ხედვის, ხოლო 15 ნომრის ამომცნობი ვიდეო კამერაა განთავსებული.
ამავე თემაზე:
სამეგრელო-ზემო სვანეთში სულ 810 "ჭკვიანი" კამერა ფუნქციონირებს - შსს-ს სტატისტიკა
მასალის გამოყენების პირობები