მომდევნო დღეებში ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე შემცირდება
უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, 18-20 სექტემბერს. სამეგრელო-ზემო სვანეთში ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +26, +28, ანაკლიასა და ფოთში კი +23, +25 გრადუსამდე შემცირდება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები