კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული სენაკელი ბექა ჯაიანია
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია. შსს-ს ინფორმაციით, ის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, წუხელ, 18 სექტემბერს, ბრალდებულმა დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე აბრამიძეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები