მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ტყის ქვედა საფარს ხანძარი  გაუჩნდა.
რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ძალებმა უკვე ჩააქრეს. 
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ტყეში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 
ფოტო: SvanetiNews			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები