რეგიონი
ფოთის სტადიონზე მწვანე საფარის მოწყობის პროექტირება-მშენებლობა და მოვლა-პატრონობა ბიუჯეტს 3 203 150 ლარი დაუჯდება
ქალაქ ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარის მოწყობის პროექტირებისთვის, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის და შემდგომი მოვლა-მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტიდან 3 203 150 ლარი გამოიყოფა. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმების შესაბამისად, მათ შორის UEFA-ს სტანდარტების და მოთხოვნების მიხედვით.

საპროექტო დავალება კი გულისხმობს: არსებული საფუძვლის დემონტაჟს, ახალი საფუძვლის მოწყობას, დრენაჟის მოწყობას, საირიგაციო სისტემის მოწყობას, ბალახის დაგება/დახაზვას სპეც. ტექნიკის გამოყენებით, მოედნის აღჭურვას (კარი, ბადე, ალმები), მინდვრის საფარის მოვლას (3 თვე, საგარანტიო ვადა 1 წელი), მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკის შეძენას (საგარანტიო ვადა 1 წელი).

ტენდერში წინადადებები 24-დან 27 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.

ცნობისთვის, "ფლანგვის დეტექტორის" მიერ 2024 წლის აპრილში მომზადებული კვლევის მიხედვით, ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და მასში დახარჯულია 8.5 მილიონი ლარი. ორგანიზაციის განმარტებით, UEFA-მ გადაიფიქრა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარება და ამის მიზეზად არსებული ინფრასტრუქტურა დასახელდა.


ფოტო: ფოთის მერია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
22 / სექტემბერი 2024
ქალაქ ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარის მოწყობის პროექტირებისთვის, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების
22 / სექტემბერი 2024
აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში რუსული საბრძოლო ხომალდიდან ნასროლი რაკეტით თვითფრინავი ჩამოაგდეს. ამ ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
21 / სექტემბერი 2024
დღეს, საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში, ქართულ - აფხაზურ - ოსური სამზარეულოს ფესტივალი ჩატარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.