სტატია
თხილის მოსავალი და ფასები სამეგრელოში - მოლოდინები და გამოწვევები (ფოტო)
თხილი მწარმოებლების და რეალიზატორების თქმით, სამეგრელოში თხილის წლევანდელი მოსავლის ხარისხი გაუმჯობესებულია და ფასებიც, გასულ წლებთან შედარებით, უფრო სტაბილურია, რასაც ამინდმაც შეუწყო ხელი, თუმცა, გამოსავლიანობა შემცირებულია.

აქედან გამომდინარე, თხილის მიმღებ პუნქტებში ნაკლებად იბარებენ გაუტეხავ თხილს, რომლის ფასი 3.5/3.30 ლარია, ერთი მარცვლის ღირებულება კი 60 თეთრს შეადგენს.

"წელს უკეთესი ხარისხია, თუმცა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო გლეხს, რომელმაც ვერ მოახერხა შეწამვლა და რა ვქნა, ვიზუალის მიხედვითაც ვიბარებ. ამ შემთხვევაში, ფასი 3.5 ლარია. თუმცა ჩვენც ძალიან გვიჭირს, რადგან არცერთი ქარხანა არ იღებს მათ დამტვრევის გარეშე. არის შემთხვევები, როდესაც 10 ცალი გატეხილი თხილიდან 9 - კარგია, ყველა მათგანი ხარისხიანი წამლითაა მოვლილი. წელს, ამინდმაც შეუწყო ფერმერს ხელი და მარცვალმა დალპობა ვერ მოასწრო", - გვითხრა ზუგდიდში თხილის მიმღები ერთ- ერთი პუნქტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, შემცირებული გამოსავლიანობის მიზეზი ფერმერების მიერ სავალდებულო წამლობის გამოტოვება და სპეციალური შესაწამლი დანადგარის უქონლობაა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

"პირველ რიგში, სპეციალური შესაწამლი დანადგარია საჭირო. რამდენჯერმე გლეხს უთქვამს, რომ ის მოიწამლა, რადგან ხელსაწყო არ ჰქონდა და ძველი, ხელის მექანიკური ინსტრუმენტით იშრომა, შეისუნთქა ის ტოქსიკური ნივთიერება. ძალიან ბევრი ამბობს ამას. სოფელს სჭირდება დახმარება", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

გაუტეხავ თხილს რამდენიმე წელია არც გოჩა დარასელია იბარებს, ის თვლის, რომ სამეგრელოში მეწარმეების მცირე ნაწილი ახერხებს შეწამვლითი პროცესების სრულყოფილად ჩატარებას. ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე მომხმარებლების მხოლოდ 40%-მა მიიტანა შეწამლული მოსავალი, რაც მისი თქმით, უარყოფითი შედეგია.

"95%-ში ზიანი ფაროსანას მიერაა გამოწვეული, 5%- ში კი სოკოვანი ბაქტერიებია. ჩემი აზრით, წელს რომ ფაროსანა მოშორებოდა პლანტაციებს, კარგი იქნებოდა".

თემურ ეხვაიამ საკუთარი თხილის ბაღი, შესაბამისი პრეპარატით, მხოლოდ ერთხელ დაამუშავა ხელის აპარატით. უსახსრობის გამო, ვერც დამატებით მუშახელს ქირაობს, მოსავლის აღების პერიოდში და პარალელურად, ვერც სხვა საქმეს აკეთებს, აქედან გამომდინარე, ის უკვე შემოსავლის სხვა წყაროს მოძიებაზე ფიქრობს.

"მიჭირს ყოველწლიურად მისი მოვლა, რადგან ეს უდიდეს ფიზიკურ შრომასთანაა დაკავშირებული, წელს მხოლოდ ერთხელ მოვახერხე შეწამვლა, რა თქმა უნდა, ხელის აპარატით და შედეგად, 10-დან 7 მარცვლიანი გამოვიდა. როგორც წესი, ადრე მას ვაშრობდი და საწყობში ვინახავდი, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს და უნდა ჩავაბარო... რამე მოგება მეც ხომ უნდა დამრჩეს. სამომავლოდ, ვაპირებ შემოსავლის ალტერნატიული წყარო ვიპოვო, რადგან ვეღარ ვახერხებ მის წარმოებას", - თქვა მან.

წლევანდელ წელს რეგიონში თხილის სექტორისთვის წარმატებულად მიიჩნევს, "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი გიორგი თოდუა. მისი თქმით, 2024 წელს მოსავლის რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო რაც შეეხება ხარისხს, მას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მისი განმარტებით, იმ მეწარმეებმა, ვინც 4-5-ჯერ დაამუშავეს თხილნარი, მაღალი ხარისხის მოსავალიც მიიღეს.

"ვინც პლანტაციას მოუარა, მისი მოსავლის ხარისხი მაღალია, ფასიც, შესაბამისად, სტაბილურია. რაოდენობაც, დაახლოებით, 20%-ით უფრო მეტია, ვიდრე 2023 წელს. ხარისხთან დაკავშირებით, გააჩნია რაიონს, 17 მუნიციპალიტეტია, სადაც თხილი იწარმოება და სხვადასხვა ადგილას, სტიქიისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების შესაბამისად, განსხვავებული შედეგი გვაქვს. წელს ქარი იყო ერთ-ერთი პრობლემა", - ამბობს თოდუა.

თხილის მიმღებ პუნქტებში წელს მარცვლის ფასი 60 თეთრია. საუკეთესო ხარის ხარისხის თხილს 6/6.20 ლარად იბარებენ. სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ფასი წლის ბოლომდე სტაბილური იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასის ზრდას, მათი თქმით, ეს თურქეთის ბაზარზეა დამოკიდებული. მსოფლიო თხილის წარმოების უდიდესი წილი ამ ქვეყანაზე მოდის. წელს, საექსპორტო ფასს, დაახლოებით, 7.20$ პროგნოზირებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / აპრილი 2025
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 863 რეგისტრირებული ქორწინება აღირიცხა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 148-ით ჩამორჩება. მათ შორის პროცენტული სხვაობა კი 7.9%-ია.
01 / აპრილი 2025
სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობას განიხილავენ მოსკოვში. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ტელეკომპანია Russia 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
31 / მარტი 2025
პროევროპული პროტესტის 124-ე დღეს დემონსტრანტები 19:00 საათიდან კვლავ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.