ექვს თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის 192 შემთხვევა მოხდა - შსს-ს სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2024 წლის ექვს თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის 192 შემთხვევა აღირიცხა. აქედან, 166 მდედრობითი, ხოლო 26
მამრობითი სქესის მსხვერპლია.
ამავე ცნობით, ასაკობრივ ჯგუფებს შორის, როგორც მსხვერპლების, ასევე მოძალადეების უმრავლესობის ასაკი 25-დან 44 წლამდე მერყეობს.
გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერების მიხედვით, სულ რეგიონში 48-ფიზიკური, 191-ფსიქოლოგიური,3-ეკონომიკური და 1-სექსუალური ძალადობის ფაქტია გამოვლენილი.
ცნობისთვის, ექვს თვეში სამეგრელო ზემო სვანეთში 376 პიროვნებაზე 201 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
მასალის გამოყენების პირობები