წალენჯიხის სოფელ ნაგურუში, ძლიერი წვიმის შედეგად, ხვიჩიების საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია
ავრცელებს.მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზარალებული ოჯახი მეზობლებმა შეიფარეს.
ადგილზე ვითარებას წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა გაეცნო. მისივე განცხადებით, მერია ოჯახს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
არსებული ინფორმაციით, მთელს მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ქუჩების ნაწილი კი დატბორილია
მიყენებულ ზარალს ეცნობიან შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები