სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
ზუგდიდის მერიის პრესამსახურის ცნობით, ადიდებულმა მდინარე ჩხოუშიამ ჩაიკოვსკის ქუჩაზე საფეხმავლო ხიდი დააზიანა, სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები.
ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ.
სტიქიამ ასევე დააზარალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები