განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, მანამდე ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები