ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროებლემები შექმნა, ქალაქსა და სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია.
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად ყველა მიმართულებით გზის გაწმენდა უმოკლეს დროში მოხდა.
ამავე ინფორმაციით, სახურავი დაუზიანდა ხუთ კერძო და 2 საჯარო დაწესებულებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას ცნობით, ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
მასალის გამოყენების პირობები