ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია და მე-5 სკოლის სტადიონი დააზიანა.
ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, მოგლეჯილი ხე სტადიონის კონსტრუქციას დაეცა.
როგორც ის ამბობს, ადგილზე დირექტორთან ერთად გაეცნო მდგომარეობას. ასევე, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
მასალის გამოყენების პირობები