4-7 ოქტომბერს სამეგრელოში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +28, +30, ხოლო ანაკლიასა და ფოთში +27, +29 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში უნალექო ამინდის ფონზე, ტემპერატურა +18, +20 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები