ახალი ამბები
წალენჯიხის ფერიცვალების ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფერიცვალების ტაძარში ლევან II დადიანის აკლდამისა და ეკლესიის გუმბათის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კულტურულმა მემკვიდრეობამ გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, სარესტავრაციო სამუშაოები 2 ეტაპად წარიმართა: პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. ჩატარდა აკლდამის 3D სკანირება, რის საფუძველზეც შედგა ზუსტი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები. აკლდამაში არსებული მიწისგან გამორჩეული ოსტეოლოგიური მასალა დასვენდა აკლდამაშივე. გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგებმა შეასრულეს.

"განხორციელდა ფერისცვალების ტაძრის გუმბათზე მეხის დაცემის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები: მოეწყო არაინვენტარული ხარაჩო ტაძრის ჩრდილოეთ ფასადსა და გუმბათის ყელზე, გუმბათის დაზიანებული მონაკვეთის ირგვლივ მოიხსნა მორყეული ქვები, ბზარები გასუფთავდა და შეივსო პოლიმერცემენტის ხსნარით, ადგილზე დაბრუნდა მოხსნილი ქვები, ხოლო დაზიანებული ნაწილი ახლით ჩანაცვლდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ლევან II დადიანის აკლდამის, საფლავის ქვის რესტავრაცია და ქვის წარწერის შენარჩუნება 2023 წლის დეკემბერში დაიგეგმა. ამასთან, 2024 წელს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარმა დაარსებიდან 1000 წელი აღნიშნა.


ამავე თემაზე:

წალენჯიხაში მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარს მეხი დაეცა, დაზიანებულია მისი გუმბათი და ფრესკები

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
02 / თებერვალი 2025
დღეს, ზუგდიდში, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ ჩავიდა თავისი საპროტესტო მანიფესტი გამართა, აქციის ტრადიციულ ლოკაციაზე,
02 / თებერვალი 2025
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
02 / თებერვალი 2025
1 მარტიდან ყირგიზეთი “აფხაზური” სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ლეგალიზაციას დაიწყებს, იუწყება გამოცემა „აიაირა“.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.