2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი იქნება - პრემიერი
2025 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 100 მლნ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ზრდა აისახება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე და ა.შ.
ცნობისთვის, 2023 წელს ფოთის ბიუჯეტი 44 მლნ, 2024 წელს კი 61 მლნ ლარი იყო.
ფოტო: ფოთის მუნიციპალიტეტი
მასალის გამოყენების პირობები