დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება - სეს
დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო
აქვეყნებს.
უწყების ცნობით, წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლა მექანიკური მეთოდების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები