გასულ წელს დასაქმებულთა მედიანური ხელფასი 1 238 ლარი იყო - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 19.0%ით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა.
სააგენტოს ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით, 2023 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი შემდეგ დარგებშია: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 960 ლარი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 878 ლარი; მშენებლობა - 1 810 ლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 705 ლარი.
2023 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9%-ით ნაკლებია და მას ყველა სექტორში ჩამორჩება.
მასალის გამოყენების პირობები