წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბის მახლობლად ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი
"Trekking in the Caucasus" აქვეყნებს.
მათივე ცნობით, მოლაშქრეს სქურიდან ხაიშში გადასვლა სურდა. ბოლოს ის 28 სექტემბერს კირნახონას თავშესაფართან ნახეს.
"თუ ვინმე იყო ტობავარჩხილის ტბასთან სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც იქ იმყოფებოდა ამ პერიოდში) და შეხვდა მას - ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფლის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც დაგვეხმარება მისი ადგილმდებარეობის დადგენაში, ძალიან სასარგებლო იქნება. გმადლობთ",- წერია ფეისბუქ გვერდზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო
"ათინათს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები