სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული 14 წლის მოზარდი სასამართლომ დანმაშავედ ცნო და მას 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი, რომელიც 11 ოქტომბერს სამეგრელოს ერთ - ერთ მუნიციპალიტეტში გაიმართა, დახურული იყო.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახი განაჩენს არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
ცნობისთვის, სამეგრელოს პოლიციამ 14 წლის ბიჭი
4 აპრილს დააკავა.
შსს-ს თქმით, მას ბრალი 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები