სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 28 ლარით გაიზარდა და 1133.8 ლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის მიხედვით, რეგიონში წლების მანძილზე ხელფასების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
2015წ - 596.5ლ
2016წ - 629.9ლ
2017წ - 681.8ლ
2018წ - 758.2ლ
2019წ - 793.1ლ
2020წ - 878.7ლ
2021წ - 899.4ლ
2022წ - 1105.7ლ
2023წ - 1133.8ლ
საქსტატში განმარტავენ, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, შემოსავლის ზრდა თითქმის ყველა სექტორზე აისახა. რაოდენობის მიხედვით კი ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი.
მასალის გამოყენების პირობები