სამინისტროდან არ იგზავნება არანაირი შეტყობინება, შეცდომაში არ შეხვიდეთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ში არაერთი შეტყობინება მიიღეს, რომელშიც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება
იგზავნება.
"მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში", - აღნიშნავს სამინისტრო.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური შეისწავლის.
მასალის გამოყენების პირობები