ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, რომელიც უკვე მეორე დღეა გადაკეტილია, 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაიხსნება. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
ცნობისთვის, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
გამსახურდიას გამზირზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ზუგდიდში დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრას უკავშირდება.
ავტოტრანსპორტით მოძრაობას ადგილზე მობილიზებული პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ცენტრალური მოედნის ნაწილი გადაკეტილია, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდულია (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები