აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამეთაურო - საშტაბო წვრთნები ტარდება, რომელშიც აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების სპეციალური ქვედანაყოფები და რეზერვისტები მონაწილეობენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლების მთავარი მიზანია საბრძოლო უნარების გაუმჯობესება, სამხედროების შეთანხმებული მოქმედება და კრიზისული სიტუაციების დროს პრობლემის გადაჭრა.
"აფსნიპრესი" ცნობით, ღონისძიება 14 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები