საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე
გამოქვეყნდა.,,2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიჩ სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან'', - წერია განცხადებაში.
შეწყალებული მსჯავრდადებულების ვინაობა ცნობილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები