უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე ირაკლი ეშბა დაიღუპა.
ის ხარკოვის მიმართულებით იბძოდა. ინფორმაციას ტელეგრამის არხი
„АМРА-life“ ავრცელებს.აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის ლევ კვიციას თქმით, ირაკლი ცოტა ხნის წინ ომში დაღუპული მეგობრის კონსტანტინ ივანოვის ცხედრის გამოსაყვანად თვითონ წავიდა.
კვიცინიამ ასევე განაცხადა, რომ ე.წ. სამინისტრო მზად არის დაღუპულთა ცხედრები სამშობლოში გადმოასვენოს, თუმცა ამ დრომდე მძიმე ბრძოლები გრძელდება და ვერ ხერხდება მათი გამოყვანა.
ცნობისთის, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".
26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები