ჩხოროწყუში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით.
სააგენტოს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებსა და საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დამონტაჟებულია მავნებლის სპეციალური ფერომონიანი ხაფანგები, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მონიტორინგი და მავნებლის დიდი კონცენტრაციის დაფიქსირების შემთხვევაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდებოდა.
მათივე თქმით, ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. ამიტომ სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები