ახალი ამბები
დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორის თქმით, ის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს
დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი ირინა კაკაჩია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პოზიციიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მისი თქმით, სოფლის საბავშვო ბაღის უფროსის მოვალეობას ის წელიწად ნახევარი ასრულებდა, პირველი ეჭვი კი მაშინ გაჩნდა, როდესაც დარჩელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დამთავრების ღონისძიებაზე, პერფორმანსი დადგეს, რაც მიზნად ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას ისახავდა.

"აღნიშნულმა ჩანაწერმა მოიარა სოციალური ქსელები და აღფრთოვანებული იყო ყველა. მოსწავლეებმა ეს დამოუკიდებლად გააკეთეს, როგორც პედაგოგის პირდაპირი წილი, ჩემი არანაირი არ ყოფილა, მაგრამ გამიხარდა თუ არა?!

დიახ, გამიხარდა და ეს სიხარული არ დამიმალავს, რადგანაც ვთვლი, რომ ახალგაზრდები იყვნენ მართლები და ამაყი თაობა იდგა რუსთაველზე, ხელისუფლებამ კი ნამდვილად მიიღო, ანტიქართული კანონი", - წერს ის.

მისივე მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დარჩელში "ქართული ოცნების" შტაბის მაღალჩინოსანმა მიიღო.

"კონკრეტულად, ზემოთნახსენები ჩინოვნიკის მიუღებლობა ჩემს მიმართ, გახდა ჩემი განთავისუფლების მიზეზი. რაც დამეთანხმებით, წმინდა წყლის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას ნიშნავს", - დასძენს ის.

ამასთან, კაკაჩია თავის ფეისბუქ გვერდზე აზიარებს იმ ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც დარჩელის პირველი სკოლის მოსწავლეებს პროევროპული შინაარსის პლაკატები უჭირავთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
11 ოქტომბერს, ზუგდიდში დიაგნოსტიკურ ცენტრ "ჯან მედის" ორგანიზებით, ჯანდაცვის საერთაშორისო სიმპოზიუმი "სტამბოლი-ზუგდიდი" გაიმართა.
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
დღის სიახლეები
18 / ოქტომბერი 2024
დღეიდან, 18 ოქტომბრიდან,  ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
18 / ოქტომბერი 2024
დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი ირინა კაკაჩია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პოზიციიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
18 / ოქტომბერი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ინფორმაციით, მათ დააკავეს დრონი, რომელიც „საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერს, დავით ქაცარავას ეკუთვნის. ამავე ცნობით, ინციდენტი, 16 ოქტომბერს მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.