სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 22 ოქტომბრამდე იწვიმებს
დასავლეთ საქართველოში 22 ოქტომბრამდე შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
ამავე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები