ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალბინიანი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა, ინფრმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. აქვე აღნიშნულია, რომ სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში წვიმა 22 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ამავე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მასალის გამოყენების პირობები