დღეს, "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” პლაკატებს და ბილბორდებს.
წოწერია აცხადებს, რომ მხილებული არიან კონკრეტული პირებიც. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს დავალებებს ანა წითლიძე აძლევს.
,,რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოაქვთ მათთვის დამახასიათებელი არაჯანსაღი და უკანონო ქმედებები. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელისგან ანა წითლიძისგან მიიღეს დავალება, რომ დააზიანონ ქართული ოცნების ბანერები, ბილბორდები და პლაკატები’’, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხემძღვანელი მოუწოდებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, შეისწავლონ მომხდარი ფაქტები და ასახონ შესაბამის დასკვნებში.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი
10 ოქომბერსაც გამართა, სადაც აღნიშნა, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოში დესტრუქცია შემოაქვთ.
მასალის გამოყენების პირობები