რეგიონი
არასოდეს მეგონა თუ პოლიტიკური რეპრესიები შემეხებოდა როგორც მასწავლებელს - ფარის საჯარო სკოლის მასწავლებელი
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე სოციალურ ქსელში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს. ის წერს, რომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დამსახურებული პედაგოგების სიიდან მისი კანდიდატურა მოხსნეს.

"სკოლის პედ.კოლექტივმა და დირექტორმა ჩვენი სკოლიდან წარმადგინა მე,რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდი მათ, ვინ თუ არა მათ იციან რას ვაკეთებ მე ჩემო მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის, თემისთვის და ზოგადად რაიონის ახალგაზრდებისთვის.

დადგა დაჯილდოების მომენტი და დარბაზში ვიგებთ,რომ მე ამოღებული ვარ სიიდან და ჩანაცვლებული.მარტო მე არ ვყოფილვარ ამ სიტუაციაში,სხვები თავად იტყვიან,ალბათ…ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ დირექტორები,როცა მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების ნაცვლად თავად იყვნენ ჩანაცვლებული.

თითოეული მასწავლებლის საქმე გაგზავნილი იყო განათლების სამინისტროში და ერთ-ერთმა დეპარტამენტმა განიხილა და შეარჩია სასურველი კანდიდატები.თითქოს უჩვეულო არაფერი,მაგრამ კითხვები მაინც თავს იყრის…

1) რატომ იყო რაიონულ კონფერენციაში ესოდენ ჩართული განათლების სამინისტროს "ერთ-ერთი" დეპარტამენტი სკოლების მიერ წარდგენილ კანდიდატების გაცხრილვაში?

2) თუ დამსახურებას ეხებოდა საქმე,რატომ აღმოვჩნდი ასეთ დამცირებულ პოზიციაში? ნუთუ იმიტომ, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ ემთხვევა მათსას?

ბოლომდე არ მინდა დავიჯერო,რომ ეს ხდება აქ მესტიაში,სადაც მთელმა რაიონმა იცის ჩემი დამსახურების შესახებ,მაგრამ, რა დამპალი ყოფილა პოლიტიკა…

ეს იყო ყველაზე უღირსი საქციელი, რითაც შეეძლო მმართველ პარტიას წარმოეჩინა დემონსტრაციულად თავისი "უპირატესობა" და დაესაჯა "საეჭვო" მასწავლებლები", - აღნიშნავს ის.

ამასთან, ის მიმართავს განათლების სამინისტროს და ამბობს, რომ ელოდება პასუხს, რომელ დეპარტამენტში განიხილეს მასწავლებლების პირადი საქმეები და რატომ გახდა მიუღებელი მისი კანდიდატურა სკოლის ღონისძიებაზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.