22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსები ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში მცირე წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა კი დღისით +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, სააგენტოს ცნობით, მესტიაში მცირე თოვლი იქნება. მუნიციპალიტეტში ტემპერატურა +5, +10 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები