ახალი ამბები
ზუგდიდში, შსს-ის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობების მიტანას ავალდებულებდა - ანა წითლიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიტანას ავალდებულებდა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის აღნიშნული შემთხვევა კრახით დასრულდა, რადგან თანამშრომლები მსგავს უკანონო დავალებას არ ასრულებენ.

"დღეს მინდა საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. ზუგდიდი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილება არის. ისინი სანქცირებული არიან "ხარებას" ხელმძღვანელობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა, კერძოდ, მათი უფროსი, პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ოჯახის წევრების სიას, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ხმას არ აძლევდნენ", - თქვა წითლიძემ.

მისივე განმარტებით, თანამშრომლები პირადად ესაუბრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს და მათი რეაგირების შემდეგ, ამ ადამიანებს პირადობის მოწმობების მიტანას აღარ მოსთხოვენ.

როგორც წითლიძე ამბობს, კიდევ არის რამდენიმე პირი, რომელთა მიმართ უკანონო დავალებაა გაცემული და ის მოუწოდებს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რომ გაათავისუფლონ ადამიანები უკანონო ვალდებულებებისგან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.