2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის 110 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათმა" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან
გამოითხოვა.
ამავე ცნობით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 20 ლარით. ჯარიმების საერთო რაოდენობა კი 2 200 ლარია.
მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
მასალის გამოყენების პირობები