ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბანში კომისიის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამაკაცი კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკისაა და ის რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები