ორსანტიაში მცხოვრები 75 წლის ამომრჩეველი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომრეობის გამო, რამდენიმე წელია, საარჩევნო უბანზე ვერ მიდის და მანამდე, გადასატანი ყუთით სარგებლოდა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებს.
როგორც ის რადიო ,,ათინათთან’’ ამბობს, მას არ განუმარტეს, რომ გადასატანი ყუთის სიაში წინასწარ უნდა დარეგისტრირებულიყო.
მოქალაქე აღნიშნავს, რომ წინა არჩევნებზე მისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დარეგისტრირება არ მოუთხოვიათ, შესაბამისად, ის არც წელს დარეგისტრირებულა.
მასალის გამოყენების პირობები