უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი მამუკა კეკელია ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში მისი მეგობარი დავით ჯაფარიძე
ავრცელებს.როგორც ის წერს, დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი იყო და ,,მთელი ცხოვრება, იარაღით ხელში, ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა''.
2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები