ასოციაცია
"ათინათი" დღეს დაფუძნებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია 1995 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
"ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დღესაც წარმატებულად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მუშაობს სკოლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან, ახალგაზრდებთან და არამარტო მათთან.
"ათინათმა" უამრავი პროექტი განახორციელა ზრდასრულებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის, მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის", - თქვა ასოციაცია
"ათინათის" გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ.
ორგანიზაციის მისიაა განათლებული, ტოლერანტი და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
"ათინათი" წლების განმავლობაში ახორციელებს მოქალაქეთა კომპეტენტურობის ამაღლების, უფლებების დაცვის, შესაძლებლობების გაზრდის და ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ არაერთ პროგრამას, ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოსახლეობის ინფორმირებულობას.
რადიო
"ათინათი", რომელიც ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში 1998 წელს ჩამოაყალიბა, ულოცავს ასოციაციას დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს.
მასალის გამოყენების პირობები