წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში კაცმა ძმა სანადირო თოფით დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შსს-ს პრესსამსახურში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები