სამეგრელოში 3 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
1-2 ნოემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში ჰაერის ტემპერატურა +20, +23 გრადუსს მიაღწევს, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.
ამავე ცნობით, მესტიაში 3 ნოემბრიდან
ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ კი შემცირდება.
მასალის გამოყენების პირობები