ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველებს შაქარსა და მაკარონს შეუსყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის შაქრისა და მაკარონის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 16 150 ლარია.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შაქრის მოცულობა 4250 კგ უნდა იყოს, ხოლო მაკარონი 425 პაკეტი (5კგ).
"სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ტენდერში წინადადებები 9-დან 11 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება შაქრისა და მაკარონის სრულად მიწოდება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები