5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმას, ძლიერ ქარსა და ზღვაზე 4-6 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ქარბუქიც. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები